მოდელი თამო ვაშალომიძე საზოგადოებამ თამამი ფოტოებით გაიცნო, თუმცა დღეს 2 შვილის დედაა და დახვეწილი, კლასიკური იმიჯით გამოირჩევა.
ფოტომოდელი ორი წელია, საყვარელ მამაკაცთან, აკა სამხარაძესთან ერთად არის და წყვილს საერთო შვილიც ჰყავს. თამოსთვის კი, ეს მეორე შევილია.
თამოს თქმით, მალე დაქორწინებას აპირებს და მისი რჩეულის სურვილია, საზოგადოებამ ისეთი თამო გაიცნოს, როგორიც სინამდვილეშია.
„ხალხი სხვანაირად მიყურებს, ის და ჩემი მეგობრები სხვანაირს მხედავენ, არა ისეთს, როგორიც ხალხის კომენტარებში ვჩანვარ და როგორიც სხვებს ვგონივარ. სულ მეუბნება, მინდა ხალხმაც ისეთი გაგიცნოს, როგორსაც ჩვენ გიცნობთო… შეიძლება სხვების თვალში ძლიერი ვჩანვარ, მაგრამ გულის სიღრმეში მეც მწყინს ბევრი რამ,“- აღნიშნა მოდელმა გადაცემაში “სიკეთე მარტივია”.
როგორც აღმოჩნდა, თამოს ჯანმრთელობის პრობლემაც აქვს და საოპერაციოდ ემზადება.
“როცა ფოტოებს ვიღებ, მთლიან ფეხს არასოდეს ვაჩენ. ძვლის პრობლემა მაქვს და ცუდად ჩანს. ერთმა ცნობილმა ფოტოგრაფმა ნახა ჩემი ფეხები და ერთ-ერთ ჟურნალისტს მისწერა, გავასაჯაროვოთ თამოს ფოტოები და დავცინოთ, რა ცუდი ფეხები აქვსო. შემდეგ ამ ჟურნალისტმა მაჩვენა ეს მინაწერი“.
იხილეთ სრულად