სოფო ნიჟარაძეს დაბადების დღე ჰქონდა და 35 წელი შეუსრულდა. როგორც ცნობილია, მომღერალმა ეს განსაკუთრებული დღე ამერიკაში, ოჯახთან ერთად აღნიშნა.
სოფომ საქართველოდან უამრავი მილოცვა მიიღო. მას მთელი ქართული ბომონდი ულოცავდა დაბადების დღეს.
მომღერალმა მოგვიანებით ყვავილების დიდი თაიგულის ფოტო გამოაქვეყნა. სავარაუდოდ, მომღერალს ეს ულამაზესი საჩუქარი სწორედ მეუღლემ აჩუქა.
როგორც ცნობილია, მომღერალი ამერიკაში მეუღლესთან და პატარა ქალიშვილთან, ელის-მარიასთან ერთად ცხოვრობს. საზოგადოებისთვის უცნობია როგორც ბავშვის ფოტო, ასევე მეუღლის ვინაობაც. მომღერალი მათ საგულდაგულოდ მალავს.
სოფოს მიერ გამოქვეყნებული "ინსტაგრამ სთორების" მიხედვით, ირკვევა, რომ მომღერალმა ვარჯიში დაიწყო და თავის მოვლას შეუდგა.
ასევე დაგაინტერესებთ:სოფო ნიჟარაძემ საზოგადოებას ოჯახის ახალი წევრი გააცნო - იხილეთ ვიდეო
სოფო ნიჟარაძის საახალწლო სუფრა ამერიკიდან - ნახეთ რა მოამზადა მომღერალმა