ზოგიერთი ლამაზ ქორწილზე ოცნებობს, ზოგიერთი კი - ურთიერთობის იურიდიულად დაკანონებაზე, რაც სტაბილური ოჯახის გარანტად მიაჩნიათ. ჩვენი სტატიის გმირებს კი არც ქორწინების მოწმობა სჭირდებათ, არც გრანდიოზული ცერემონიალი.
შაკირა და ჟერარდ პიკე
ზრდიან ორ ვაჟს, მილანას და საშას
- წარუმატებელმა გამოცდილებამ წინა იურიდიული ქორწინებიდან მომღერალი შაკირა დაარწმუნა, რომ იურიდიულ საბუთს არ აქვს მნიშვნელობა. შაკირა 11 წელი ცხოვრობდა ადვოკატთან, ანტონიო დე ლა რუასთან ერთად, რომელმაც განქორწინების შემდეგ 100 მილიონი ამერიკული დოლარი გამოართვა კომპენსაციის სახით მომღერლისთვის მენეჯერის სტატუსის მორგების გამო. გახმაურებული განქორწინება ფეხბურთელ ჟერარდ პიკესთან შეხვედრით განეიტრალდა, რომლისგანაც შაკირას ვაჟი - მილანა შეეძინა, ხოლო ორ წელიწადში მეორე ვაჟი - საშა ეყოლათ. მიუხედავად ორი მემკვიდრის გაჩენისა, წყვილს ურთიერთობის გაოფიციალურებაზე არ უფიქრია: "თუკი ოდესმე გავთხოვდები, ჩემი მეუღლე მხოლოდ ჟერარდი იქნება. ამ ეტაპზე ჩემთვის ქორწინება არ არის მნიშვნელოვანი, ის არაფერს შეცვლის ურთიერთობაში" - აღნიშნა მომღერალმა ერთ-ერთ ჟურნალთან ინტერვიუში.
ოპრა უინფრი და სტედმან გრეჰემი
30 წელიწადია ერთად არიან, შვილები არ ჰყავთ
- საკულტო ამერიკელ ტელეწამყვანს საკმაოდ ხშირად საკუთარ დაქალთან და კოლეგასთან, გეილ ქინგთან ურთიერთობაში ადანაშაულებდნენ, რამაც საბოლოო ჯამში ოპრა ცრემლებამდეც მიიყვანა. ბარბარა უოლტერსთან შოუში სტუმრობისას მან აღნიშნა, რომ მათ, ვისაც არ უყვარს ოპრა, ხშირად ოპრას ლესბოსელობაში ადანაშაულებს. თუმცა მედიისთვის ნათელი ერთი რამ არის, უინფრი 30 წელიწადია ბიზნესმენ სტედმან გრეჰემთან ურთიერთობს. წყვილი 1992 წელს გეგმავდა დაქორწინებას, მაგრამ შემდგომ უარი თქვეს ამ იდეაზე.
გოლდი ჰოუნი და კურტ რასელი
35 წელია ერთად არიან, საერთო შვილი უაიეთი ჰყავთ და გოლდის მეორე ქორწინებიდან ოლივერისა და ქეით ჰადსონის მშობლები არიან.
- ყველაზე ცნობილი და უკვე იდეალური ურთიერთობის კლასიკურ მაგალითად ქცეული ოჯახი ქორწინების გარეშე მსახიობების, გოლდი ჰოუნისა და კურტ რასელის ურთიერთობაა. ისინი ერთმანეთს 1968 წელს შეხვდნენ ფილმის გადაღებებზე, სადაც კურტი სულ რაღაც 16 წლის იყო. მაშინ 21 წლის გოლდი რეჟისორ გას ტრიკონსზე აპირებდა გათხოვებას, რომელთან ერთადაც 7 წელიწადი გაატარა. მისი მეორე მეუღლე მომღერალი ბილ ჰადსონი იყო, რომლისგანაც გოლდის ოლივერ და ქეით ჰადსონები შეეძინა. 1982 წელს ბედისწერამ რასელი და ჰოუნი კვლავ ერთმანეთს შეახვედრა ერთ ფილმში. "დამატებითი ცვლა" აღმოჩნდა მიზეზი, რამაც დააჩქარა გოლდის მეორე მეუღლესთან განქორწინების პროცესი. შემდგომ რასელმა და ჰოუნმა კიდევ ერთ ფილმში ითამაშეს - "ბორტს მიღმა". ამ პერიოდში წყვილი უკვე საერთო ვაჟს, უაიეთს ზრდიდა, თუმცა დაქორწინება დღემდე ვერ გადაწყვიტეს.
ევა მენდესი და რაიან გოსლინგი
10 წელიწადია ერთად არიან, ზრდიან გოგონებს - ესმერალდას და ამადუს
- გულწრფელად რომ ვთქვათ, ევასა და რაიანის ურთიერთობას იდეალურს ვერ ვუწოდებთ. მათი რომანი 10 წლის წინ დაიწყო დრამის გადაღებებზე - "ადგილი ფიჭვნარს მიღმა". ამ პერიოდში ისინი ძალიან ბევრჯერ დაშორდნენ და შერიგდნენ, უნდოდათ დაქორწინება, მაგრამ ურთიერთობაში შესვენება აიღეს, თუმცა შემდგომ შერიგდნენ. ვარსკვლავები არ თვლიან იურიდულ დოკუმენტაციაში ურთიერთობის გაოფიციალურებას აუცილებლობად. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ ქორწინების გარეშეც მყარი ოჯახი ექნებათ.