ტელეწამყვანი და მსახიობი გიორგი გასვიანი და მისი მეუღლე მარიტა მელიქიშვილი ახალ, სასიყვარულო ვიდეოს აქვეყნებენ. ახლად დაქორწინებულები მცხეთაში ატარებენ დროს. მარიტამ დასვენების სთორები და ფოტოები თავის გამომწერებს უკვე გაუზიარა. წყვილი თავს ბედნიერად გრძნობს.
როგორც მარიტასა და გიორგის "ინსტაგრამსთორებიდან" ჩანს, ახლად დაქორწინებულები მცხეთაში მოწყობილ გლემფინგში ატარებენ ღამეს. საზოგადოებამ ეს წყვილი სულ ცოტა ხნის წინ გაიცნო, მარიტამ და გიორგიმ რამდენიმე კვირის წინ იქორწინეს და ხალხს თავი გამოჩენის დღიდან შეაყვარეს. მათ ურთოერთობას ბევრი გულშემატკივარი ჰყავს.