15-20 წლის წინ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მომღერალი და შოუ-ბიზნესის გამორჩეული სახე თამუნა ამუნაშვილი წლებია რუსეთში, კერძოდ კი მოსკოვში ცხოვრობს. მომღერალი ხშირად სტუმრობდა საკუთარ ქვეყანას, თუმცა პანდემიის გამო თამუნამ საქართველოში დარჩენა გადაწყვიტა.
მისი თქმით, რუსეთში გამგზავრების შემდეგ, მოსკოვში საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინა.
თამუნა 10 წელია რეჟისორ რეზიკო არჩვაძის მეუღლეა და მოსკოვში სილამაზის სალონების ქსელი აქვთ, რომელსაც რეზიკო ხელმძღვანელობს. ამ მიზეზის გამო, წყვილი ერთმანეთისგან შორს ცხოვრობს: რეზიკო რუსეთში, თამო კი საქართველოში. როგორც ცნობილია, მომღერალს მოსკოვში საკუთარი ბენდი აქვს, რომელზეც აღნიშნავს, რომ არა მისი მეუღლე არაფერი გამოუვიდოდა.
თამუნას თქმით, გული რაზეც წყდება, არის ის, რომ შვილი არ ჰყავს.
"როდესაც პატარა ვიყავი, მქონდა ასე ვთქვათ, ახირებები, რომ ჩემს კარიერას არ შევწირავ. ცოტა დროულად რომ გავთხოვილიყავი, ალბათ, მექნებოდა ის დიდი ბედნიერება ცხოვრებაში, რაც ყველა ადამიანს აბედნიერებს… სიამოვნებით ავიყვანდი ბავშვს, გავზრდიდი ერთსაც, ორსაც. ძალიან რთულია, მაგრამ იმდენი დრო გავიდა, რომ რამდენიმე წელია, მზად ვარ, მეც და რეზიკოც“, - განაცხადა მომღერალმა „პროფილში“.