ქვეყანაში საერთაშორისო ფრენებთან დაკავშირებული შეზღუდვები უკვე მოიხსნა და ქართველი სელებრითები დასასვლენებლად გაემართნენ. სოციალური ქსელი ფერადი, ზაფხულის, ცხელი ფოტოებით აივსო, ქართველები ამ წელს დასასვენებლად უმეტეს შემთხვევაში დუბაის ირჩევენ.
ნახეთ, სად და როგორ ისვენებენ ქართველი სელებრითები პანდემიის დროს
ნინი გოგიჩაიშვილი
ქართველი მოდელი და ტელეწამყვანი ნინი გოგიჩაიშვილი სულ ახლახანს დუბაიდან ჩამოვიდა. ნინი დუბაიში პარტნიორთან ერთად წავიდა და ზღაპრული დასვენება მოიწყო, თუმცა საზოგადოებას თავისი მეორე ნახევარი არ აჩვენა.
ნინი "ინსტრაგრამ სთორების" მეშვეობით თავის გამომწერებს დასვენების ზღაპრულ კადრებს უზიარებდა.
ნუცა ბუზალაძე
მომღერალი ნუცა ბუზალაძეც დუბაიში იყო, შეზღუდვების მოხსნიდან მალევე ნუცამ ბარგი ჩაალაგა, მეგობრებთან ერთად არაბული დაუვიწყარი დასვენება მოიწყო და სოციალურ ქსელში დასვენების ამსახველი რამდენიმე სურათიც გამოაქვეყნა.
მომღერალი საღამოებს ძვირადღირებულ რესტორანსა და ლაუნჯებში ატარებდა და დასვენების პარალელურად დღეს ვარჯიშით იწყებდა.
ნუცას ზღაპრული დასვენებაც რამდენიმე დღის წინ დასრულდა და მომღერალი თბილისში დაბრუნდა.
ანი ფხაკაძე
კომპანია "ვისოლის" მფლობელის ვასილ ფხაკაძის შვილი ანი ფხაკაძეც დუბაიში იყო, როგორც ჩანს ამ სეზონზე დუბაი აქტუალურია.
ანიმ სოციალურ ქსელში დასვენების შესანიშნავი ფოტოები გამოაქვეყნა, ფხაკაძეს მოგზაურობა გამორჩეულად უყვარს და ანის სამოგზაურო ტურს მისი გამომწერებიც მოუთმენლად ელოდნენ.
ნინა ზარქუა
დიზაინერი ნინა ზარქუაც სხვა ქართველი სელებრითების მსგავსად დუბაიში იყო, დიზაინერმა ოჯახთან ერთად ზღაპრული დასვენების კვირეული მოიწყო.
ნინამ საცურაო კოსტუმში გადაღებული სურათები გამოაქვეყნა, დიზაინერი შესანიშნავ ფორმაშია.
გურამ შეროზია
ბლოგერი გურამ შეროზია დასასვენებლად ტანზანიაში წავიდა. გურამი ტანზამიის სხვადასხვა მხარეს ათვალიერებს და თავის გამომწერებს ფერად და საინტერეო სურათებს უზიარებს
ტანზანიამდე გურამმა თავისი საყვარელი სტამბული მოინახულა და გამომწერებს მოსალოდნელი მორიგი ტურის შესახებაც ამცნო. გურამი ერთ-ერთი მოგზაური ბლოგერია და მისი სტუმრობა ტანზანიაში არავის გაკვირვებია.
სხვა ქართველი სელებრითები უმეტესად საქართველოს მასშტაბით ისვენებენ, ზოგი კახეთს, ზოგი კი წყალტუბოსა და ბათუმს სტუმრობს.