შორენა ბეგაშვილმა საკუთარ გადაცემაში "შორენას ეფექტი" ის მომენტი გაიხსენა, როდესაც ქმრის ღალატის შესახებ გაიგო.
ტელეწამყვანის თქმით, თავიდან ეს ფაქტი თავის გარეგნობას დააბრალა და უნდოდა, საქართველოში ყველაზე მიმზიდველი ქალი გამხდარიყო. ამიტომაც კრედიტი აიღო და მკერდი გაიკეთა.
"დღეს კი ვიცი, რომ ნამდვილი სიყვარული მკერდის ზომაზე ნამდვილად არ არის დამოკიდებული, თუმცა ქალის თვითშეფასება - შეიძლება…", - აცხადებს შორენა.