უგომ, იგივე გურამ ბაგრატიონ-მუხრანელმა, რომელიც ყველაზე სასურველი მამაკაცების სიაში შედის, დაბადების დღე აღნიშნა. უფლისწულის გარეგნობით გამორჩეულ უგოს დაბადების დღე 14 თებერვალს ჰქონდა.
საქართველოს სამეფო სახლის ოფიციალურ "Facebook-გვერდზე" გამოქვეყნდა მილოცვა, სადაც უგო სამეფო უმაღლესობად მოიხსენიეს: "მის სამეფო უმაღლესობას, უფლისწულ უგო გურამ ბაგრატიონ-მუხრანბატონიშვილს, ვულოცავთ დაბადების დღეს!"
ცნობისთვის, უგო ბაგრატიონი დავით ბაგრატიონის ძმაა, თუმცა, დავითისგან განსხვავებით, მისი პირადი ცხოვრება საჯაროდ არასოდეს განხილულა და არც ქორწინების სიმრავლით გამოირჩევა.
უგო ბაგრატიონის რჩეული ევროპუელი გოგონაა, რომელთან ერთადაც უფლისწული ბევრს მოგზაურობს.
როგორც ცნობილია, უგო ცუდად ფლობს ქართულ ენას, თუმცა, მისი თქმით, შეყვარებულია საქართველოზე და ეს დედის დამსახურებაა.