რამდენიმე დღის წინ ბრიტნი სპირსის ავტობიოგრაფიული ფილმი გამოვიდა, სადაც მომღერალი მსხვერპლის როლშია წარმოჩენილი. ბრიტნის ხშირად აკრიტიკებდნენ მამაკაცების სიმრავლისა და ჯასტინ თიმბერლეიკის ღალატის გამო. თუმცა ფილმში ბრიტნი ამბობს, რომ იმ პერიოდში ჯასტინის გარდა არავის ხვდებოდა. ჯასტიმა კი, სიმღერით "cry me a river" და ბრიტნიზე სხვადასხვა ინტერვიუთი, მომღერლის პირადი ცხოვრების დეტალები საჯარო განხილვის საგნად აქცია, რაც დანაშაულია.
ფილმის შემდეგ ბრიტნის ფანებმა წამოიწყეს მოძრაობა "თავისუფლება ბრიტნის" და ჯასტინს უამრავ მესიჯსა და კომენტარს უგზავნიდნენ, სადაც მის ნეგატიურ ქმედებებზე იყო ყურადღება გამახვილებული.
ამას დაემატა ჯენეტ ჯექსონის გამოსვლა და მომღერალმა ის ეპიზოდი გაიხსენა, როცა სცენაზე ჯასტინმა პირდაპირ ეთერში ჯენეტს ბიუსტჰალტერი შემოახია. მისი თქმით, ამ ფაქტმა უარყოფითი გავლენა იქონია მის კარიერაზე.
ჯასტინმა საზოგადოებას, ბრიტნისა და ჯენეტ ჯექსონის ფანებს პასუხი გასცა:
"მე წავიკითხე ყველა მესიჯი, კომენტარი და ტექსტი, სადაც მონიშნული იყო ჩემი სახელი და გვარი. მინდა ვთქვა, რომ ძალიან ვწუხვარ ჩემი ქმედებების გამო, რამაც მოგვიანებით პრობლემები შექმნა. განსაკუთრებით მინდა ბოდიში მოვუხადო ბრიტნის და ჯენეტს, რადგან ისინი ჩემთვის მნიშვნელოვანი ქალები არიან. ვიცი, რომ მათთან დამნაშავე ვარ." - წერს ჯასტინი.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>