თაკო ნაცვლიშვილის ვიზუალისა და სტილის ევოლუცია (+ ფოტოები)

თაკო ნაცვლიშვილის ვიზუალისა და სტილის ევოლუცია (+ ფოტოები)

22 წლის ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი სამოდელო კარიერაში საკმაოდ დიდი მიღწევებით სარგებლობს. თაკო 14 წლიდან აქტიურად მოღვაწეობს სარეკლამო კამპანიებში, რაშიც დიდი წვლილი მოდელის დედას - ნინო ცქიტიშვილს მიუძღვის.
No description available.No description available.
მოდელის ანგარიშზე მსოფლიო დონის ისეთ ბრენდებთან თანამშრომლობაა, როგორებიცაა Versace, Giorgio Armani, Dolce & Gabbana, Elie Saab, Christian Dior, Yohji Yamamoto, Ermanno Scervino, Moncler, Antonio Berardi, Roland Mouret, ZUHAIR MURAD, Ralph & Russo, თუმცა თაკო ამ ყველაფერზე არ გაჩერებულა და ბედი ყველა გოგონასთვის საოცნებო შოუს, Victoria Secret-ის ქასთინგზეც

მოსინჯა, სადაც მოხვედრა მეორეჯერ სცადა, სამწუხაროდ, წარუმატებლად.
No description available.
ერთ-ერთი ბოლო პროექტი ქალის თეთრეულის იტალიურ ბრენდთან, INCANTO-სთან თანამშრომლობითა და Grazia-სა და Goldenpoint-ის სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობა გახლდათ. თუმცა ახალგაზრდა მოდელთან კონტრაქტის გაფორმება კიდევ ერთმა საცურაო კოსტიუმების ბრენდმა Pain de Sucre-მ გამოთქვა, რომელმაც თაკოს მონაწილეობით ულამაზესი ფოტოები და ვიდეორგოლი შემოგვთავაზა. ფოტოგრაფ დევიდ ბელმიერის ობიექტივში თაკო რამდენიმე საცურაო კოსტიუმითა და სანაპიროს სხვა must-have-ებით ვიხილეთ.

ქართველი მოდელი პრესის ობიექტი იშვიათად ხდება. მისი პირადი ცხოვრება მუდამ დამალულია, თუმცა გასულ წელს გავრცელდა ინფორმაცია 25 წლის ოთო ხუროძესთან ურთიერთობის თაობაზე. მოდელმა პირადი "ინსტაგრამგვერდის" დღის სიახლეებში რამდენჯერმე ერთობლივი ფოტოც გაასაჯაროვა. ოთო თაკომ ახლო მეგობრის, მარიამ გეგუჩაძის მეშვეობით გაიცნო. ამჟამად წყვილის ურთიერთობის გაგრძელების შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება.

მიუხედავად იმისა, რომ მოდელი ქირურგიულ ჩარევებზე არ აკეთებს კომენტარს, მოდელის ვიზუალური ცვლილება თვალნათლივ შესამჩნევია; ცვლილება კი მხოლოდ ასაკის მატებით, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ არის განპირობებული. 
Image result for თაკო ნაცვლიშვილი

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93