ულამაზესი დიზაინერი ანუკი არეშიძე გემოვნებიან სტილს კვლავ არ კარგავს და სოციალურ სივრცეში საინტერესო ლუქებით გვევლინება. დიზაინერი ქართული და უცხოური ბრენდების ძვირად ღირებულ სამოსში მოხდენილად გამოიყურება და არასდროს მალავს, რომელი ბრენდის სამოსი ამშვენებს მას.
ნახეთ, რა ღირს ანუკი არეშიძის რამდენიმე "ლუქი"
რამდენიმე დღის წინ ანუკიმ სოციალურ ქსელ "ინსტაგრამზე" ფეხსაცმლის სურათი გამოაქვეყნა, რომელიც თებერვლის თვეში ჩასაცმელად იდეალურია. ეს ფეხსაცმელი SAINT LAURENT-ს ეკუთვნის და ახლა ფასდაკლებაშია.
ფეხსაცმლის ძველი ფასი 911$-ია, რაც ლარებში 3000 ლარზე მეტია. ფასდაკლებით თუ ვიმსჯელებთ, ახლა ეს კლასიკური ფეხსაცმელი ბევრად ნაკლები ღირს.
დიზაინერმა თავისი ჩანთაც აჩვენა გამომწერებს. ეს ტყავის შავი ჩანთა BALENCIAGA-ს მოდელია, რომელიც ახლა 716$ ღირს.
ჩანთის საფასური ლარებში 2300 ლარს უდრის. ეს მოდელი ზამთარში თითქმის ყველა სტილის სამოსს უხდება.
უმშვენიერესმა ანუკიმ "ბალენსიაგას" შავი გრძელი მოსაცმელიც მოირგო, რომელიც დემნამ "ბალენსიაგას" ოფიციალურ "ინსტაგრამგვერდზეც" გააზიარა, თუმცა ქურთუკის ფასი ოფიციალურ საიტზე არ წერია.
ანუკი არეშიძემ რამდენიმე დღის წინ თავის გამომწერებს ძველი ფოტო ანახა, სადაც მოდელს "ჰერმესის" დღემდე ტრენდული ჩანთა და "ბალენსიაგას" იასამნისფერი მაღალყელიანი ჩექმები აცვია.
ანუკის ყავისფერი ჩანთა Hermès-ის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ჩანთაა, რომლის ფასიც 16 000 $ დოლარზე მეტია.
ჩანთის ღირებულება ლარებში დაახლოებით 52 000 ლარია.
სურათში ანუკის იასამნისფერი მაღალყელიანი ჩექმები აცვია, რომელიც "ბალენსიაგას" ძველი, თუმცა დღემდე ტრენდული მოდელია. ჩექმები გაყიდვაში აღარ არის, თუმცა მისი ფასი ადრე 1400 $-მდე იყო, რაც ლარებში 4600 ლარზე მეტია.