2021 წელი კვლავ პანდემიით გრძელდება და ქვეყანა ისევ კორონავირუსს ებრძვის, თუმცა საქართველოში ბევრი კარგი ამბავიც ხდება. წინა წელს რამდენიმე ცნობილმა ქართველმა იმშობიარა. მათ შორის რამდენიმე ახლა ელოდება ბავშვს.
ნახეთ ტოპ 5 ქართველი სელებრითი, რომლებიც ორსულად არიან:
ნუცა ქავთარაძე
ტელეკომპანია "იმედის" დილის გადაცემის ყოფილი წამყვანი ნუცა ქავთარაძე უკვე მალე იმშობიარებს. ნუცა მსახიობ არჩილ სოლოღაშვილის მეუღლეა. არჩილი და ნუცა 8-წლიანი ლოდინის შემდეგ პირველად გახდებიან მშობლები.
ნუცა უკვე მე-9 თვეში გადავიდა და ძალიან მალე იმშობიარებს. ტელეწამყვანმა ორსულობაზე მედიაში არაერთხელ ისაუბრა. არჩილი და ნუცა მოუთენლად ელოდებიან ბიჭის დაბადებას.
მაიკო ვაწაძე
უმშვენიერესი მსახიობი მაიკო ვაწაძე და ანდრია გველესიანი პირველი შვილის მოლოდინში არიან. ეს სიახლე წყვილმა საზოგადოებას სულ ცოტა ხნის წინ ამცნო.
მაიკო და ანდრია რამდენიმე წელია ქორწინებაში იმყოფებიან და მოუთმენლად ელოდებიან პატარას დაბადებას. ჯერჯერობით წყვილი ბავშვის სქესს არ ასაჯაროებს.
რუსკა მაყაშვილი
ენერგიული და ყველასთვის საყვარელი რუსკა მაყაშვილი უკვე მეორე შვილის დედა ხდება.
რუსკა პატარა ბიჭის, ილიას დედაა და გოგოს მოლოდინშია.
მარიტა ჯანაშია
ტელეწამყვანი და მოდელი მარიტა ჯანაშია და თემო საჯაიაც მალე მშობლები გახდებიან. თემო და მარიტა ახლახან შეუღლდნენ. მათი სიყვარული ტელეკომპანია "პოსტ TV"-ში დაიწყო.
თემომ მარიტას ხელი გადაცემის მსვლელობის დროს სთხოვა, წყვილი მალე მშობლების როლსაც შეითავსებს.
ანკა ვასაძე
უმშვენიერესი ანკა ვასაძე უკვე 27 კვირის ორსულია და ისიც მალე იმშობიარებს. ანკას აღნაგობიდან გამომდინარე, მუცელი დიდხანს არ ეტყობოდა, თუმცა ბოლო პერიოდში ორსულობა ტელეეკრანებსა და სურათებში კარგად შესამჩნევი გახდა. ანკა ულამაზესი ორსულია.