"ტელევიზიაში ზოგს ჰქონდა "შანელის", "დიორის" ტონალური და ტუჩსაცხი; მეც მინდოდა, მაგრამ დაბალი ხელფასით ვერ ვწვდებოდი" - ნუკი კოშკელიშვილი

ტელესახე და ინფლუენსერი ნუკი კოშკელიშვილი "ინსტაგრამ სთორის" მეშვეობით ხშირად ესაუბრება გამომწერებს. ამჯერად ნუკი საკუთარ ისტორიას იხსენებს, როცა ბრენდული კოსმეტიკის ყიდვა უნდოდა და საშუალება არ ჰქონდა.

"სტუდენტობის დროს და როცა ტელევიზიაში დავიწყე მუშაობა, ხელფასი არ მქონდა მაღალი. ამ დროს, ვიღაცებს ჰქონდათ "დიორის" ტონალური, "შანელის" ტუჩსაცხი. ძალიან მინდოდა მეც, მაგრამ ვერ ვწვდებოდი. მე მინდა, რომ ყველას ჰქონდეს ეგეთი ხარისხის ტუჩსაცხი, ტონალური, ოღონდ ხელმისაწვდომ ფასად. არ აქვს მნიშვნელობა, ძალიან ბევრი ფული გაქვს თუ არა, ყველას შეეძლოს, რომ ეყიდოს
ჩემი პროდუქცია. და დედას გეფიცებით, ვეცდები, რომ ხარისხი არათუ დავაგდო, არამედ გავაუმჯობესო ათასი თავით", - ჰყვება ნუკი.

ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ ნუკიმ საკუთარი ბრენდის ტუჩსაცხი, ტონალური და სულ ახლახან ტუჩის გლოსებიც გამოუშვა. სწორედ საკუთარ ბრენდს მიუძღვნა ნუკიმ ეს ისტორიაც.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 3 /
სალ
ეს არის ოქროს გოგო. ქართული დაბოღმილი და ზარმაცი რეალობისგან განსხვავებული :* ნუკიტო, წარმატებები!!!!
11:35 / 19-02-2021
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
კაი გავიგეთ. მერე?? შემდეგი ისტორია - გისმენთ
21:56 / 18-02-2021
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
e87a93