ქართველი მომღერალი ნინი ქარსელაძე თავის რჩეულთან, თაზო ჯახუტაშვილთან ერთად რომანტიკულ ფოტოს აქვეყნებს. ნინი სულ ახლახან დაქორწინდა და საზოგადოებას ეს ინფორმაცია სრულიად მოულოდნელად ამცნო.
ნინის რჩეული მასზე 8 წლით უფროსია. თაზო ნინის "ინსტაგრამ სთორებში" ხშირად ჩნდება. ვალენტინობას მან მეუღლეს თაიგულიც მიართვა.
ნინი და თაზო თავს ბედნიერად გრძნობენ. ამ ახალ სიახლეს წყვილს საზოგადოება ულოცავს. ნინის გათხოვებას სოციალურ ქსელში ხათუნა ჟორდანიაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ნინი დიდი ხანია გათხოვილია და სადამდეც შეძლეს, ეს სიახლე საიდუმლოდ შეინახეს.
ცნობისთვის, ნინის რჩეული, 38 წლის ბიზნესმენი თაზო ჯახუტაშვილი წლების წინ ქორწინებაშიც იმყოფებოდა და პირველი მეუღლისგან ორი შვილიც ჰყავს.