მსახიობის და ტელეწამყვანის ცხოვრება ბევრი ადამიანისთვის საინტერესოა. სწორედ ამიტომ, მას თვალს სოცქსელებში აქტიურად ადევნებენ.
მას შემდეგ, რაც შორენა ბეგაშვილმა გადაცემა "შორენას ეფექტის" წამყვანობა გადაწყვიტა, მისი ჩაცმულობის შესახებ კიდევ უფრო მეტი ადამიანი საუბრობს.
"ინსტაგრამზე" ბეგაშვილი ბოლო დროს შედარებით სადა ფოტოებს აქვეყნებს.
გამომწერების ყურადღება მისმა რამდენიმე "ლუქმა" მიიქცია.
ბევრმა აიტაცა მისი მიმართვა: "შენ მე თოჯინა ხომ არ გგონივარ" და როდესაც შორენა ფუშფუშა კაბებშია გამოწყობილი, გამომწერები ამ სიტყვებს მაშინვე უწერენ.
ჩვენ ამოვარჩიეთ ფოტოები, რომლებსაც ყველაზე მეტი კომენტარი აქვს და რომელთა შესახებაც აზრი ორად იყოფა.
ზოგს მოსწონს შორენას სტილი, ზოგს კი პირიქით, აღიზიანებს, რასაც ღიად გამოხატავენ.
აქ იხილავთ ფოტოებს, რომლებსაც ბევრის მხრიდან უარყოფითი რეაქციაც მოჰყვა.
გადავხედოთ ყველაზე განხილვად "ლუქებს".