არჩილ სოლოღაშვილის მეუღლე და ტელესახე ნუცა ქავთარაძე უკვე ცხრა თვის ორსულია და ბავშვს მალე ელოდება. ნუცას ორსულობა საზოგადოებისთვის სასიხარულო ამბავი აღმოჩნდა, რადგან წყვილს რვა წელი არ ჰყავდა ბავშვი.
როგორც ცნობილია, აჩიკო და ნუცა ბიჭუნას ელოდებიან და სახელიც უკვე შერჩეული აქვთ. მას ალექსანდრეს დაარქმევენ.
აჩიკო ხშირად აქვეყნებს ხოლმე ნუცას ფოტოსა თუ ვიდეოკადრებს. ამჯერად მან ნუცა სპორტულ ფორმაში დააფიქსირა და ვიდეო "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა.
კადრებში ჩანს, რომ ნუცა, მიუხედავად წონაში მატებისა, რაც ორსულობის მეცხრე თვეს ახასიათებს, ძალიან ლამაზად და ბედნიერად გამოიყურება.
მის სხვადასხვა "ლუქს" თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ტელესახე, ძირითადად, შარვლებს და თავისუფალ სტილს ანიჭებს უპირატესობას.
ასევე დაგაინტერესებთ:
ტოპ 5 ქართველი ცნობადი ორსული - ნახეთ, როგორ გამოიყურებიან ფეხმძიმე სელებრითები
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>