მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა პოლიტიკოსების მთავრობიდან წასვლასთან დაკავშირებით ისტორიას იხსენებს. მისი თქმით, პოლიტიკოსების ცოლები შოუბიზნესში დროებით არიან, თვითონ კი ქართული ბომონდის მუდმივი წევრია.
"პოლიტიკოსები, რომ მიდიან, მოდიან და ჩვენ რომ ვრჩებით, მუდმივები. მახსოვს ერთხელ "Fashion week" იყო და ცნობილი პოლიტიკოსის ცოლი იჯდა პირველ რიგში და მეც მივედი. ორგანიზატორმა თქვა, რომ ის, სახელს არ ვამბობ, ზის და ვერ ავაყენებო. მეწყინა და წამოვედი. სად არის ახლა ის გოგო?" - ამბობს ია.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>