მოდელმა და ტელეწამყვანმა სალომე ღვინიაშვილმა "ინსტაგრამზე" საკმაოდ თამამი ფოტო გამოაქვეყნა და გამომწერებისგან დიდი გამოხმაურება გამოიწვია.
"მონიკა ბელუჩი მეგონეთ უცებ, თუმცა უფრო მომწონხართ", "მონიკას აქვს ზუსტად ამ სტილში ფოტო", "ქალი იდეალი", "ვაფრენ ამ ფოტოზე", "როგორ მიყვარს ეს ფოტო", - წერენ სალომეს მეგობრები.
სალომეს თქმით, ერთ-ერთ პროექტში მიიღო მონაწილეობა, სადაც მსახიობები ითამაშეს. "მე მონიკა ვითამაშე", - დაწერა სალომემ.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა სალომე მონიკას შეადარეს. მას ხშირად უწოდებენ ქართველ მონიკასაც.