წლევანდელი ვალენტინობა მოდელებმა მეუღლეებთან ერთად წყალტუბოში გაატარეს და საერთო სურათებიც გამოაქვეყნეს.

თიკას, თაკოსა და ლიკას მთელი სამოდელო სფერო განუყრელ მეგობრებად იცნობს. ისინი, მეგობრების გარდა, ნათესავებიც არიან.
შესაძლოა, ამ მოდელების მეუღლეთა ვინაობა ბევრმა არც იცოდეს. თიკა ფაცაციას მეუღლე დავით ანთელიძეა, ლიკა კვარაცხელიას მეუღლე - მურთაზ შელია, ხოლო თაკო ჩხეიძის მეუღლე რუსლან აბაშიძე გახლავთ.
როგორც უკვე აღვნიშნე, მოდელებმა მეუღლეებთან ერთად ვალენტინობა წყალტუბოში გაატარეს და რამდენიმე სურათიც გამოაქვეყნეს.
თაკო ჩხეიძის მეუღლე პროფესიით დიპლომატია. მათ 3 ვაჟი ჰყავთ და ოჯახის განუყრელი წევრი მათი ოთხფეხა მეგობარია.
მოდელ ლიკა კვარაცხელიას მეუღლე ცნობილი ფეხბურთელია. მათ გოგონას, ანა შელიას კი საქართველოში კარგად იცნობენ. ლიკასა და მურთაზს ორი გოგონა და ერთი ბიჭი ჰყავთ.
თიკა ფაცაცია და მისი მეუღლე 3 ვაჟს ზრდიან. თიკას პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი არ უყვარს.