ცნობილი ქართველი მოდელი და ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. თიკა უკვე წლებია ტელეეკრანებზე ჩანს და მედიისთვის მისი ცხოვრების ბევრი დეტალია ცნობილი, თუმცა თიკას მეორე ნახევარი, მისი მეუღლე, თითქმის არასდროს ჩნდება მოდელის "ინსტაგრამზე". ასევე ცნობილი მოდელები თაკო ჩხეიძე და ლიკა კვარაცხელიაც იშვიათად თუ გამოაჩენენ მეორე ნახევრებს სოციალურ ქსელში.
წლევანდელი ვალენტინობა მოდელებმა მეუღლეებთან ერთად წყალტუბოში გაატარეს და საერთო სურათებიც გამოაქვეყნეს.
თიკას, თაკოსა და ლიკას მთელი სამოდელო სფერო განუყრელ მეგობრებად იცნობს. ისინი, მეგობრების გარდა, ნათესავებიც არიან. თიკა ფაცაციას მეორე ბიჭის ნათლია ლიკა კვარაცხელიაა, ხოლო ლიკას შვილების ნათლია თაკო ჩხეიძის მეუღლეა.
შესაძლოა, ამ მოდელების მეუღლეთა ვინაობა ბევრმა არც იცოდეს. თიკა ფაცაციას მეუღლე დავით ანთელიძეა, ლიკა კვარაცხელიას მეუღლე - მურთაზ შელია, ხოლო თაკო ჩხეიძის მეუღლე რუსლან აბაშიძე გახლავთ.
როგორც უკვე აღვნიშნე, მოდელებმა მეუღლეებთან ერთად ვალენტინობა წყალტუბოში გაატარეს და რამდენიმე სურათიც გამოაქვეყნეს.
თაკო ჩხეიძის მეუღლე პროფესიით დიპლომატია. მათ 3 ვაჟი ჰყავთ და ოჯახის განუყრელი წევრი მათი ოთხფეხა მეგობარია.
მოდელ ლიკა კვარაცხელიას მეუღლე ცნობილი ფეხბურთელია. მათ გოგონას, ანა შელიას კი საქართველოში კარგად იცნობენ. ლიკასა და მურთაზს ორი გოგონა და ერთი ბიჭი ჰყავთ.
თიკა ფაცაცია და მისი მეუღლე 3 ვაჟს ზრდიან. თიკას პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი არ უყვარს.
<div>
<div class="gtx-trans-icon"></div>
</div>