Daily Mail-ის ცნობით, ირინა შეიკი სეირნობის დროს ბრედლი კუპერის მანქანაში ჩაჯდა და ნიუ-იორკისკენ გაემგზავრნენ.
პაპარაცებმა ყოფილი წყვილი დაშორებიდან ორი წლის შემდეგ ერთად პირველად დააფიქსირეს.
გამოცემა იუწყება, რომ მიუხედავად რეკლამირებული და სკანდალური დაშორებისა, ირინამ და ბრედლიმ 3 წლის ქალიშვილის - ლეა დე სენ შეიკ კუპერის გამო მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნეს.
ინსაიდერი უყვება გამოცემას, რომ ირინა და ბრედლი ქალიშვილის გამო ხშირად იკრიბებიან და ჯანსაღი მეგობრული ურთიერთობა აქვთ.
"ბრედლისთვის პრიორიტეტი ლეაა, ირინა კი პრაქტიკული დედაა. მათ ორივეს საუკეთესო სურთ ლეასთვის. ამიტომ მარტივად ახერხებენ ერთ გუნდად ყოფნას და ჯანსაღი ურთიერთობის შენარჩუნებას. ისინი იკრიბებიან, როგორც ოჯახი, ბევრს ურთიერთობენ და მეგობრობენ", - ამბობს წყარო Daily Mail-თან საუბრისას.