კახა კალაძემ საკუთარი თავი გააშარჟა

კახა კალაძემ საკუთარი თავი გააშარჟა
ორი დღის წინ "ფე­ის­ბუქ­ზე" გავ­რცელ­და კად­რე­ბი, სა­დაც ჩანს, რომ მე­ლი­ქიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე ტექ­ნი­კურ მა­რილს ხე­ლით ყრი­ან "თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფის" თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. კომ­პა­ნი­ამ ამის გამო გან­ცხა­დე­ბაც გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო, რომ ყვე­ლა ქუ­ჩა­სა და ტრო­ტუ­არ­ზე, მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლე­ლებ­სა და მეტ­როსად­გუ­რე­ბის ჩა­სას­ვლე­ლებ­ში, ასე­ვე, სა­ფეხ­მავ­ლო ხი­დებ­ზე, ვერ მოძ­რა­ობს სპე­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კა და ასეთ ად­გი­ლებ­ში მა­რი­ლი იყ­რე­ბა ნიჩ­ბით ან ხე­ლით.

მოყი­ნუ­ლი გზე­ბი­სა და ტექ­ნი­კუ­რი მა­რი­ლის თე­მას კახა კა­ლა­ძე ფოტოშარ­ჟით გა­მო­ეხ­მა­უ­რა. თბი­ლი­სის მე­რის "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა ფოტომონ­ტა­ჟი, რო­მელ­ზეც კახა კა­ლა­ძე ცნო­ბი­ლი თურ­ქი მზა­რე­უ­ლის, ნუს­რეთ
გოქჩეს სტილ­ში ყრის მა­რილს.


ნუს­რეთ გოქჩე, რო­მელ­საც Youtube-სა და სხვა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში Salt Bae-ს ("მა­რი­ლის ბიჭი") სა­ხე­ლით იც­ნო­ბენ, თურ­ქი ყა­სა­ბი, შეფ-მზა­რე­უ­ლი და მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით რეს­ტორ­ნე­ბის ქსე­ლის მფლო­ბე­ლია. ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლებ­მა მას ზედ­მეტ­სა­ხე­ლი Salt Bae შე­ურ­ჩი­ეს, რაც მზა­რე­უ­ლის მიერ მა­რი­ლის მოყ­რის ყვე­ლა­ზე უც­ნა­ურ ჟესტს ასა­ხავს - ხე­ლი­დან იდაყ­ვზე, იდაყ­ვი­დან კი ხორ­ცზე.

კახა კა­ლა­ძის შარჟ­მა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის იუ­მორ­საც მის­ცა გა­სა­ქა­ნი. მე­რის პოს­ტის კო­მენ­ტა­რებ­ში უამ­რა­ვი ფო­ტო­შარ­ჟი აიტ­ვირ­თა. ძლი­ე­რი ყინ­ვე­ბის გამო თბი­ლი­სე­ლი მძღო­ლე­ბი ჩი­ვი­ან, რომ ქა­ლაქ­ში გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია და მოყი­ნუ­ლი გზე­ბის გამო ხში­რად სა­ა­ვა­რიო სი­ტუ­ა­ცია ექ­მნე­ბათ. ქა­ლა­ქის მე­რია კი იუ­წყე­ბა, რომ შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი ინ­ტენ­სი­უ­რად მუ­შა­ო­ბენ გზე­ბის გა­საწ­მენ­დად და ყო­ველ­დღი­უ­რად ქა­ლა­ქის მას­შტა­ბით 200 ტო­ნა­ზე მეტი ტექ­ნი­კუ­რი მა­რი­ლი იყ­რე­ბა.
იხილეთ ფოტოები
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
e87a93