ექიმი, ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე საკუთარი თვისებების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მთელი ცხოვრება მოგების წყურვილი ამოძრავებს.
„ეს აზარტია. მოგების წყურვილი. ეს თვისებები მამოძრავებს. ძალას მმატებს. მიუხედავად იმისა, რომ პრაგმატული ადამიანი ვარ, მატერიალისტი – ნაკლებად.
ფუფუნების, ბევრი ფულისა და ქონების მოყვარული ნაკლებად ვარ. აღიარების, დაფასებისა და გამარჯვების ჟინი - აი, ამ ადრენალინით ვცხოვრობ“, - ამბობს ნინო ჟურნალი "გზის" ჟურნალისტის კითხვებზე პასუხისას.