ფოტომოდელი თამო ვაშალომიძე მძიმე დაავადებას ებრძვის, რომელიც ქვედა კიდურების დეფორმაციას იწვევს. თამომ ფეხის ფოტო გამოაქვეყნა და რომელიც რთული სანახავია.
თამო ტელეკომპანია POSTV-ს ეთერში გადაცემას „სიკეთე მარტივია“ სტუმრობდა, რა დროსაც ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა. მოგვიანებით კი, როდესაც ოპერაცია დაგეგმა, საზოგადოებას ქვედა კიდურის ამსახველი ფოტო გაუზიარა.
„ვერ გაიგეს რა მჭირს, ზოგმა მითხრა ქუსლი გეშლებაო“, - ამბობდა მოდელი გადაცემის დროს და აღნიშნა, რომ დეფორმაციასთან ერთად ტკივილებიც აწუხებს.
„ამას ვგულისხმობდი. მალე ასე გადავიღებ ფოტოს, ოღონდ ლამაზი ფეხებით. თქვენ ვერც ხვდებით ჩემთვის ეს პოსტი რა რთული დასადები აღმოჩნდა“, - წერს ფოტომოდელი.
როგორც ჩანს, უამრავი სამედიცინო კვლევის შემდეგ თამომ საჭირო სპეციალისტს მიაგნო და მალე ოპერაციას გაიკეთებს.
"ძვალმა მიიღო დეფორმაცია, არ მივაქციე ყურადღება და ასე მოხდა, სამწუხაროდ" - თამო ვაშალომიძე გამომწერების კითხვებს პასუხობს
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>