მსახიობი და ტელესახე ია ფარულავა "ინსტაგრამის" გამომწერებს ხშირად უზიარებს საკუთარ ყოველდღიურ ამბებს და ხშირად ესაუბრება მათ. ამჯერად იამ თავის ფარულ ნიჭზე ისაუბრა, რომელზეც საზოგადოებას წარმოდგენაც არ ჰქონდა.
"თქვენ ჩემი ნიჭის შესახებ არაფერი იცით, ძალიან კარგად ვშლი კარტს. კარტს ვშლი ხუთი წლის ასაკიდან და როდესაც ვშლი, ჩემთვის ყველაფერი ნათელია. სხვა რომ „ნუ პაგაძითი“ ერთობოდა, მე კარტით ვერთობოდი. კი, ეს ნამდვილად ნიჭია", - ამბობს ია ფარულავა.
მსახიობი ცოტა ხნის წინ ყოფილ მეუღლეს, ტარიელ სუარს შეურიგდა და წყვილი თავს ბედნიერად გრძნობს. თუმცა იას ვიდეოებში მეუღლეს იშვიათად ნახავთ. ტელესახე გამომწერებთან უფრო პრაქტიკული ვიდეოებით წარდგება ხოლმე. ია მათ საკუთარ გამოცდილებას, რეცეპტებს და რჩევებსაც კი უზიარებს.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>