წყვილი მეორე შვილს ელოდება. ისინი ბრიტანეთიდან წასვლის შემდეგ იშვიათად ჩნდებიან კამერების წინ და ცდილობენ, საზოგადოების ყურადღების მიპყრობას თავი აარიდონ. მიუხედავად იმისა, რომ უკვე საკმაო დრო გავიდა წყვილის აშშ-ში გადაბარგებიდან, გაერთიანებულ სამეფოში მათ
თუმცა პრინცისთვის მთავარი თავის ოჯახზე ზრუნვა და საყვარელი ადამიანების უსაფრთხოებაა. სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც ჰარიმ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო.
7 მარტს საზოგადოება ოპრა უინფრისთან ჰარისა და მეგანის ექსკლუზიურ ინტერვიუს ნახავს, თუმცა წინასწარ გავრცელებული 30-წამიანი თიზერით უკვე ცნობილია, რის შესახებ ისაუბრებენ ისინი.
ინტერვიუს სარეკლამო ვიდეორგოლში ჩანს, რომ ჰარიმ პარალელი გაავლო დედას, პრინცესა დაიანასა და ცოლს შორის იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოექცა ამ ორ ქალს პრესა.
პრინცი ამბობს, რომ ეშინოდა, ისტორია არ გამეორებულიყო და ამიტომაც, მან და მეგანმა გადაწყვიტეს, უკან დაეხიათ და ჩამოშორებოდნენ სამეფო ცხოვრებას. ინტერვიუს მიმართ უკვე დიდი მოლოდინია. ცნობილია, რომ მეგანი ისაუბრებს ქორწინებაზე, დედობაზე, ცხოვრებაზე სამეფო რეგალიებით და ასევე სამეფო ოჯახიდან წასვლაზე, საზოგადოების მხრიდან წნეხზე.
პრინც ჰარის აქამდეც უთქვამს, რომ სამეფო ოჯახიდან წასვლა გადაწყვიტა, რათა დაეცვა საკუთარი თავი და ოჯახი არაჯანსაღი გარემოსგან, რომელსაც მათ დიდ ბრიტანეთში პრესა უქმნიდა.
"წარმოდგენაც კი მიჭირს, როგორ გაუმკლავდა დედა მთელ ამ პროცესს მარტო, რადგან ყოველივე ჩვენთვის, ორივესთვის დაუჯერებლად მძიმე იყო, თუმცა ჩვენ ერთმანეთი მაინც გვყავდა. ჩემი მთავარი საზრუნავი იყო, რომ ისტორია არ გამეორებულიყო“, - ამბობს პრინცი ჰარი ოპრასთან ინტერვიუში.
წაიკითეთ სრულად და ნახეთ ფოტოები