რუსეთში მოღვაწე მომღერალი ქეთა თოფურია მეორე ბავშვის, ადამის გაჩენის შემდეგ სამსახურში პირველად გავიდა. მან სამუშაო ადგილიდან "ინსტაგრამგამომწერებისთვის" მიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ დასრულდა მისი დეკრეტული შვებულება და პირველი სამუშაო დღე აქვს. "მისურვეთ წარმატებები", - მიმართა ქეთამ გამომწერებს და ფოტოც გამოაქვეყნა, სადაც უჩვეულო "ლუქით" პოზირებს.
ცნობისთვის, ქეთამ მეორე შვილი, ადამი, ბიზნესმენ ლევ დენგოვისგან გააჩინა. წყვილმა ურთიერთობა გასული წლის შემოდგომაზე დააკანონა და ქორწილი ვიწრო წრეში გადაიხადა. მომღერალს პირველი შვილი - ოლივია, ლევ გეიხმანისგან ჰყავს.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.