ტელეწამყვანი ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი ქორწინების ორი წლის იუბილეს აღნიშნავენ. ნოემ ჯანეტი ორი წლის წინ ცოლად მოიყვანა, გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა და კიდევ ერთი ლამაზი ოჯახი შექმნა. ნოესა და ჯანეტის ქორწილზე დიდხანს საუბრობდნენ, ტრადიციულ სტილში გადახდილმა ცერემონიამ ხალხზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
"ორი წლის იუბილეს გილოცავ, მოდი გავაგრძელოთ" - წერს ჯანეტ ქერდიყოშვილი "ინსტაგრამზე"
ჯანეტსა და ნოეს 1 წლის გოგონა ანნა სულაბერიძე ჰყავთ, რომელიც მოდელის ინსტაგრამზე დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ულამაზესი ანნა ძალაინ ჰგავს მშობლებს და ჯანეტის გამომწერები მის მიმართ თბილ კომენტარებს არასდროს იშურებენ.
ორი წლის განმავლობაში ჯანეტისა და ნოეს წყვილმა ხალხს თავი შეაყვარა. ჯანეტი ქართულმა მედიამაც უკეთ გაიცნო. მოდელს გემოვნებიანი სტილი აქვს, რასაც მისი გამომწერები ხშირად აღნიშნავენ.
ნოე სუოლაბერიძეს წინა ქორწინებიდან ორი შვილი ყავს, ლიზა და საშკა დიდები არიან და როგოროც ჩანს, ბავშვებს ჯანეტთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>