28 წლის მშვენიერი ქართველი ფოტომოდელი მირანდა შელია, რომელსაც ქართველ ირინა შეიკსაც უწოდებენ, მოსკოვში მოღვაწეობს და "ინსტაგრამზე" საკმაოდ პოპულარულია.
მოდელმა ცოტა ხნის წინ ახალი იმიჯი მოირგო. მან ვარცხნილობა შეიცვალა და ახლა ღია, ქერა თმა აქვს. გამომწერებმა მას არჩევანი მოუწონეს.
ქართველი მოდელის სტილს ბევრი ქალბატონი აკვირდება. მათ შორის ბევრი უცხოელია, რომლებსაც მირანდას გემოვნება მოსწონთ.
2021 წლის ტრენდები წინა წლის ტრენდებისგან რადიკალურად არ განსხვავდება, თუმცა მოდური ქალბატონების გარდერობში უკვე იგრძნობა სიახლეები.
მირანდა შავი ფერის სამოსის მოყვარულია. უყვარს გამორჩეული აქსესუარების ტარება და ცდილობს, თავისი ინდივიდუალობის წარმოჩენას.
ფერფლისფერ ქერა თმას ამ სეზონზე უპირატესობას ბევრი ქალბატონი ანიჭებს. თქვენ რას იტყვით, მოუხდა მოდელს კონკრეტული ექსპერიმენტი?