ეკა მამალაძის უმშვენიერეს ქალიშვილს ნატალია ქუთათელაძეს ქართველი საზოგადოება ბავშვობიდან იცნობს. ნატალია მომღერლების ოჯახში გაიზარდა და თვითონაც ფანტასტიურად მღერის. თბილისში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ მუსიკალურ ათწლედში სწავლობა, მოგვიანებით კი "ჯულიარდში" ჩაირიცხა და სწავლა იქ განაგრძო. თბილისში დაბრუნების შემდეგ ნატალია ხალხმა კიდევ უფრო შეიყვარა.
ნატალია საოჯახო ვიდეოებში და სატელევიზიო სიუჟეტებში ხშირად ჩნდება, სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და გამომწერებს საინტერესო სიხალეებსა და ახალ ფოტოებს არ აკლებს.
ნატალიას იდეალური ურთიერთობა აქვს, ბებიასთან და დედასთან და სოციალურ ქსელში ნანი ბრეგვაძის და ეკა მამალაძის არაერთი ვიდეო უდევს.
მომღერალი რამდენიმე წელია დაოჯახებულია, მისი მეუღლე აქტიურად ჩანს მის "ინსტაგრამზე". ნატალიას რჩეული აჩიკო ჯაფარიძეა. მათ საიდუმლოდ იქორწინეს და ერთად გერმანიაში ცხოვრობდნენ, თუმცა როგორც ჩანს, წყვილი ახლა საქართველოში იმყოფება.
როგორც ცნობილია, აჩიკოსთვის ეს პირველი ქორინება არ არის და წინა ქორწინებიდან მას სამი შვილი ჰყავს.
ნატალიას და აჩიკოს ოჯახში კიდევ ორი წევრი, ოთხფეხა მეგობარები დინო და ქუქი ცხოვრობენ. წყვილს ორი ინგლისური ბულდოგი ჰყავს და მათ თავიანთი "ინსტაგრამ" გვერდიც აქვთ შექმნილი.
ნატალიას ოჯახის სხვა წევრებისგან განსხვავებული სტილი აქვს, ის ყველა სტილის სამოსს ირგებს, თუმცა სურათებიდან ჩანს, რომ ქუთათელაძეს თავისუფალი სტილი ურჩევნია.
მომღერალი შესანიშნავ ფორმაშია, სულ ცოტა ხნის წინ, მან გამომწერებს ახალი ფოტოსესიდან გასაოცარი ფოტოები გაუზიარა. ფოტოებს ხალხისგან ბევრი თბილი კომენტარი და ემოცია მოჰყვა.
ნატალიას და მის მეუღლეს ერთი შვილი, სანდრო ჰყავთ. ცოტა ხნის წინ მშობლებმა სანდროს ნათლობის ფოტოები გამოაქვეყნეს და არაერთი დადებითი კომენტარიც მიიღეს.