"ჩემი უხილავი ძალა მასზე" - ლაშა ჩხაიძემ თისთან ერთად გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა: "შერიგდით? გვიხარია თქვენი ერთად ნახვა"

"ჩემი უხილავი ძალა მასზე" - ლაშა ჩხაიძემ თისთან ერთად გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა: "შერიგდით? გვიხარია თქვენი ერთად ნახვა"
ინფლუენსერი თი მაჭავარიანისა და ლაშა ჩხაიძის ირგვლივ ატეხილი ქაოსი უკვე რამდენიმე თვეა დამშვიდა. "ინსტაგრამ" საზოგადოება წყვილის დაშორებას შეეგუა, ამ თემაზე თიმ და ლაშამ არაერთხელ ისაუბრეს და საკთხი დახურეს.

წყვილი ახლა ცალ-ცალკე განაგრძობს ცხოვრებასა და სოციალურ ქსელში აქტიურობას. რამდენიმე დღის წინ, ლაშამ თავის "ინსტაგრამ" გვერდზე ხელების სურათი და ვიდეო გამოაქვეყნა სათაურით - "ჩემი უხილავი ძალა მასზე".  ლაშამ ხალხს თავისი შესანიშნვი ნაშრომი ანახა და ვიდეოს ბოლოში თიც გამოჩნდა. როგორც ჩანს ინფლუენსერი ლაშას სტუდიაში კვალავ მივიდა.



ფოტოს და
ვიდეოს საზოგადოების მხრიდან უამრავი კომენტარი მოჰყვა, "მოიცა შერიგდით?" უწერენ ლაშას ფოტოზე.


წყვილი არ შერიგებულა, თუმცა ფაქტია, თიმ და ლაშამ დაშორების შემდეგ მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნეს და ამაში უცხო და გასაკვირი არაფერია. ფოტოს კომენტარებში ვკითხულობთ, რომ თისა და ლაშას მეგობრული დამოკიდებულება მათ გამომწერებსაც ძალიან მოეწონათ.

თის ტატუები თითებზე მართლაც რომ შესანიშანავი ნამუშევარია და ეს ლაშას გამომწერებმაც აღნიშნეს.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93