მსახიობ ლაშა გურგენიძეს ლამაზი, სიყვარულით სავსე ოჯახი აქვს.
ლაშაც და მისი მშვენიერი მეუღლეც სოცქსელებში საკმაოდ აქტიურები არიან და ყოველთვის ცდილობენ, რომ გარშემომყოფებს პოზიტივი გაუნაწილონ.
ნიჭიერმა ლაშამ ლექსების მხატვრულად კითხვით და იუმორისტული სკეტჩებითაც თავი შესანიშნავად დაგვამახსოვრა.
მას ეს ყოველივე, სამსახიობო საქმიანობის ჩათვლით, მშვენივრად გამოსდის.
მსახიობის მშვენიერი რჩეული თაკუნა მჭედლიშვილი გახლავთ. ის გრაფიკოს-დიზაინერია და ხელოვნება ძალიან უყვარს. გარდა ამისა, ხატავს კიდეც.
ლაშამ ერთხელ, მარი ნაკანთან ერთ-ერთი ჩართვის დროს გაიხსენა, რომ ერთხელ, როცა იკამათეს, თაკომ მეუღლეს თვალი დაუხატა, რომელიც დღემდე თვალსაჩინო ადგილას არის ჩამოკიდებული.
ლაშა იუმორისტული სკეტჩის დროს იმასაც ამბობდა, რომ მეუღლესთან მხოლოდ ზოდიაქოს ნიშნით ვერ ეწყობა, დანარჩენში კი ჰარმონიული ურთიერთობა აქვს.
მათი ფოტოებიდან უდიდესი სიყვარული, დადებითი ენერგეტიკა და ფერადი ემოციები მოდის.
„როგორი ჰარმონიაა ძალიან ლამაზი წყვილი ხართ!“, „შოკი მაქვს თქვენს ფოტოებს რომ ვუყურებ“, „ულამაზესი წყვილი ხართ. დრო მხოლოდ სიყვარულს დაინდობს..“- წერენ აღფრთოვანებული გამომწერები და მშვენიერ წყვილს მარადიულ სიყვარულს უსურვებენ.