"ბიუთი ბლოგერი" და ინფლუენსერი თაკო საზინა თხოვდება, მისი რჩეული თორნიკე სეხნიაშვილია. თაკომ სიახლე თავის გამომწერებს სოციალური ქსელის მეშვეობით ახარა და პატარა ტექსტით თავის მეორე ნახევარს, თორნიკეს მადლობა გადაუხადა.
თაკომ და თორნიკემ 2 წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაოჯახება გადაწყვიტეს. თორნიკემ თაკო გადაღებაზე გაიცნო და მას შემდეგ წყვილი სოციალურ ქსელში აქტიურად ჩნდება.
როგორც ფოტოებიდან ჩანს, თონიკემ თაკოს სიურპრიზი მოუწყო და მეგობრების გარემოცვაში თავის მეორენახევარს ხელი სთხოვა.
საზინას სიახლეს მისი გამომწერებისგან უამრავი თბილი კომენტარი მოჰყვა.
"უბედნიერესი წლებისა და უამრავი ლამაზი მოგონების შემდეგ რა თქმა უნდა ვთქვი კი! მიყვარხარ უზომოდ და ვარ უბედნიერესი ადამიანი, რომ ორ ნახევარი წლის წინ, ერთ ჩვეულებრივ დღეს გიპოვნე შენ, ჩემი არაჩვეულებრივი ბიჭი" - წერს თაკო ინსტაგრამზე.
ცნობისთვის, თაკო საზინა ქართველი ინფლუენსერი და "ბიუთი ბლოგერია" თაკო რამდენიმე სოციალურ პლატფორმაზე სილამაზეზე, თავისა და სხეულის მოვლაზე ქალბატონებს საჭირო რჩევებსა და რეკომენდაციებს უზიარებს, თაკოს ათასობით გამომწერი ჰყავს და მის რჩევებს ბევრი გოგონა იზიარებს.