შეფ ლუკა ნაჭყებიასა და მისი რჩეულის ახალი ფოტოები - ნახეთ, როგორ ატარებენ დროს ლუკა და ანუკა

შეფ ლუკა ნაჭყებიასა და მისი რჩეულის ახალი ფოტოები - ნახეთ, როგორ ატარებენ დროს ლუკა და ანუკა
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული კულინარიული შოუს "მასტერშეფის" ცნობილი შეფი ლუკა ნაჭყებია საზოგადოებას ძალიან უყვარს. ლუკა გადაცემის გარდა ხალხს სოციალური ქსელიდანაც ახსენებს თავს და ინსტაგრამსა და Facebook-ზე აქტიურია. ამ ბოლო დროს შეფი, თავისი კულინარიული შედევრების ვიდეო რეცეპტებს გამომწერებს ხშირად უზიარებს.

ლუკას პირადი ცხოვრება დიდხანს დახურული იყო, თუმცა შეფმა რამდენიმე თვის წინ, საზოგადოებას თავისი რჩეული გააცნო და ახლა წყვილი ერთად გადაღებულ ფოტოებს თამამად დებს. 


ლუკა ნაჭყებიას რეული უმშვენიერესი ანუკა ჯორბენაძეა. ანუკას ხელოვნება უყვარს და საინტერესო ფოტოების გამოირჩევა.

წყვილს საერთო ინტერესები ბევრი აქვთ, მათ
შორის ტატუ ხელოვნება, ლუკას ტატუებისადმი დიდ სიყვარულზე არაერთ ინტერვიუში უსაუბრია და როგორც ანუკას ფოტოებიდან ჩანს, მასაც მოსწონს ტატუთი მოხატული სხეული.


სულ ცოტა ხნის წინ, ანუკამ და ლუკამ მეგობრების გარემოცვაში "პიჟამა ფართი" მოაწყვეს და წვეულების სახალისო ფოტოებიც გამოაქვეყნეს.

ფოტოებში ჩანს რომ შეფი ხალათსა და საღამურშია გამოწყობილი და ირგვლივ წვეულების თემატიკის შესაფერისი გარემოა მოწყობილი.


ლუკა და ანუკა დროს ერთად ხშირად ატარებენ. მათ ფოტოებში ერთმანეთის მიმართ დიდი სითბო, პატივისცემა და სიყვარული ჩანს.

ანუკი შესანიშნავ ფორმაშია და პიკანტურ ფოტოებს ხშირად აქვეყნებს საკუთარ "ინსტაგრამ" გვერდზე.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93