"გაცნობის პირველი დღიდან, დღემდე ყოველ თვე ჩვენს საოცარ რიცხვს ავღნიშნავთ" - ნანუკა გოგიჩაიშვილისა და ნიკოლოზ ნაყოფიას სიყვარულის ტრადიცია

"გაცნობის პირველი დღიდან, დღემდე ყოველ თვე ჩვენს საოცარ რიცხვს ავღნიშნავთ" - ნანუკა გოგიჩაიშვილისა და ნიკოლოზ ნაყოფიას სიყვარულის ტრადიცია
ნანუკა გოგიჩაიშვილმა მეუღლესთან, ნიკოლოზ ნაყოფიასთან ერთად მათი ბედნიერი რიცხვის აღსანიშნავად რომანტიული ვახშამი მოიწყო. როგორც ცნობილია, წყვილს განსაკუთრებით უყვარს ყოველი თვის 19. ამ დღეს ნიკოლოზი მეუღლეს ყოველთვის ანებივრებს ლამაზი ყვავილებით და ნანუკასთან ერთად დღეს რომანტიულად ატარებს. ამასთან დაკავშირებით, გუშინ ნანუკამ სოციალურ ქსელში ფოტოები გამოაქვეყნა.

"პირადი ისტორიების გაზიარებით არ გამოვირჩევი, თუმცა დღეს ჩვენი 39-ე 19 რიცხვია.
გაცნობის პირველი დღიდან, დღემდე ყოველ თვე ჩვენს საოცარ რიცხვს ავღნიშნავთ, აქ ყვავილზე რომელიც უდაოდ ულამაზესია არ არის საუბარი. აქ ურთიერთობაზეა, როცა
ორ ადამიანს ყოველი დღე პატივისცემის და სიყვარულის აქვს, ხოლო ამ ყოველდღიურობაში განსაკუთრებული ადგილი უკავია იმ პირველ 19 დეკემბერს როდესაც ერთმანეთი გავიცანით", - წერს ნანუკა.



FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93