ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი პირად ცხოვრებაზე არ საუბრობს, თუმცა საყვარელ მამაკაცთან ერთად გადაღებულ "ინსტაგრამ სთორებს" პირად გვერდზე ხშირად აქვეყნებს.
ქეთის რჩეული ყოფილი მორაგბე და ახლა უკვე დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ დავით კაჭარავაა.
წყვილის ურთიერთობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ისინი გარკვეული დროით დაშორებულები იყვნენ, თუმცა რამდენიმე თვის წინ შერიგდნენ.
ქეთიმ "ინსტაგრამზე" საყვარელ მამაკაცთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მთაწმინდამდე ფეხით ავიდნენ.
"დღეს ბედნიერების საერთაშორისო დღეა.
მოუსმინეთ საკუთარ თავს რა გაბედნიერებთ და აკეთეთ ეს, რაც შეიძლება ხშირად!!!
მე გირჩევთ ჯანსაღ ცხოვრებას დაუკავშიროთ ეს შეგრძნება,
გ ი ლ ო ც ა ვ თ,
ჩვენ აქ მთაწმინდაზე ფეხით ავედით და კაი დაღლილები ვართ, უფრო სწორად მე,
კაჭი რა გითხრათ..." - წერს ქეთი.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>