"ახლა არა, ბენზინს ჩავასხამ და მერე" - თამო ვაშალომიძეს საყვარელი მამაკაცი მანქანაში ვიდეოს გადაღებას უკრძალავს (ვიდეო)

ფოტომოდელი თამო ვაშალომიძე "ინსტაგრამის" აქტიური მომხმარებელია და საკუთარ მრავალრიცხოვან გამომწერებს ყოველდღიურ ფოტოებსა თუ ვიდეოკადრებს ხშირად უზიარებს, მათ შორის, პირადსაც. თამო ხშირად იღებს ვიდეოებს საყვარელ მამაკაცთან, აკა სამხარაძესთან ერთად, ხან სახლში და ხან მანქანაში.

ცოტა ხნის წინ თამომ მორიგი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ აკასთან ერთად მანქანაში იმყოფება და გამომწერებისთვის ვიდეოს გადაღებას ცდილობს.

ამის დანახვისას, აკამ თამოს მკერდზე ტანსაცმელი ააფარა და უთხრა: "ახლა არა, ბენზინს რომ ჩავასხამ, მერე", რაზეც მოდელმა გულიანად გაიცინა და აკას აფარებული სამოსი
მკერდიდან მოიშორა. აღნიშნულ ქმედებაზე აკა სამხარაძემ მკაცრი ინტონაციით წარმოთქვა მოდელის სახელი. თუ რატომ არ მოსწონს აკას ბენზინგასამართ სადგურზე გადაღებული თამოს ვიდეო, ჯერჯერობით მოდელს კომენტარი არ გაუკეთებია.

ცნობისთვის, წყვილს საერთო შვილი, მაქსიმე სულ რამდენიმე თვის წინ შეეძინა. ეს თამოსთვის მეორე შვილია. პირველი შვილის, სოფიას მამის ვინაობას მოდელი ჯერ კიდევ არ ამხელს.

თამოს თქმით, აკასთან ურთიერთობის გაოფიციალურებას მალე აპირებს და პანდემიის შემდეგ ქორწილსაც კი გეგმავს.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93