მუსიკალურ პროექტ "X-ფაქტორის" მონაწილე, მომღერალი ცირა კობიაშვილი საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო. ცირა ქართველ ხალხს მუსიკალური პროექტის ქასთინგიდანვე დაამახსოვრდა და დიდი პოპულარობაც მალევე მოიპოვა.
ულამაზესი მომღერალი საინტერესო სტილით გამოირჩევა. ცირას მუქი ფერის სამოსი მოსწონს, თუმცა, ამავდროულად, ყველა სტილს თავისუფლად ირგებს.
მომღერალს რუჯი უხდება და ცდილობს, ყველა სეზონზე კანი მცირედით მაინც გარუჯული ჰქონდეს.
ცირა არასდროს საუბრობს პირად ცხოვრებაზე და სოციალურ ქსელში პარტნიორის სურათები არ უდევს. 2016 წელს კონკურსში მონაწილეობის დროს, მომღერლის პირადმა ტრაგედიამ დიდი ყურადღება მიიქცია, ცირამ თავისი ნამღერი გარდაცვლილ შეყვარებულს მიუძღვნა.
მომღერალი სულ ცოტა ხნის წინ 24 წლის გახდა. ცირა თავის პროფესიას აქტიურად მიჰყვება და სიმღერის პარალელურად ინფლუენსერობაც შეითავსა.
აღსანიშნავია, რომ კობიაშვილი აქტიურად ვარჯიშობს და სავარჯიშო დარბაზიდან ფოტოებს
ხშირად აქვეყნებს.
უმშვენიერესი ცირა საზოგადოებისგან თბილ კომენტარებსა და კომპლიმენტებს ხშირად იღებს. თავს განსაკუთრებულად უვლის, სულ ფორმაშია და ხალხის გაოცებას არ წყვეტს.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>