ჩანთა ყველა ქალბატონის ჩაცმულობის აუცილებელი ატრიბუტია. ის ლუქს სრულყოფილსა და ელეგანტურს ხდის და სწორად შერჩეულ ჩანთას უბრალო ჩაცმულობის შეცვლა შეუძლია. ქართველი სელებრითები, ბრენდულ სამოსთან ერთად, ძვირად ღირებულ ჩანთებს ხშირად ყიდულობენ. სოციალური ქსელი მათი ფერადი და დახვეწილი სურათებითაა სავსე. ნახეთ 5 ქართველი სელებრითის ძვირად ღირებული ჩანთების ფასები.
ნინო ჩხეიძე
ქართველი მომღერალი, ყველასთვის საყვარელი ნინო ჩხეიძე ბრენდული სამოსის დიდი მოყვარულია. ამას არც ნინო უარყოფს. მომღერალს გამორჩეულად "შანელი" უყვარს და მის გარდერობში "შანელის" ათობით ბრენდული სამოსი და აქსესუარი მოიძებნება.
"შანელის" გარდა, ჩხეიძე არც სხვა ბრენდებზე ამბობს უარს. მომღერალს ჩანთებიც ძალიან უყვარს. ამ სურათში ნინოს Bottega Veneta-ს ახალი კოლექციის კლასიკური შავი ჩანთა უჭირავს, რომელიც როგორც ჩანს, ამ ბოლო დროს ჩხეიძის საყვარელი ნივთია.
ჩანთის ღირებულება 3,505 დოლარია, რაც 11 600 ლარს უდრის.
სალომე ღვინიაშვილი
უმშვენიერესი მოდელი სალომე ღვინიაშვილი ყოველთვის გემოვნებიანად იცვამს. სალომეს სტილზე ხშირად საუბრობენ. ღვინიაშვილს ბრენდული სამოსი და აქსესუარები უყვარს. მოდელი ხშირად ქართველი დიზაინერების სამოსსაც ირგებს და სოციალურ ქსელში სტილსა და გემოვნებაზე კომპლიმენტებს ყოველთვის იღებს.
სალომეს ერთ-ერთი საყვარელი "ჰერმესის" ყველაზე გაყიდვადი მოდელი, შავი კლასიკური სტილის ჩანთაა, რომელსაც მოდელი ყოველდღიურობაში იყენებს.
ჩანთის ფასი $12,848, რაც ლარებში 42 000-ზე მეტია.
ქეთი ჟღენტი
მოდელი ქეთი ჟღენტი, სალომე ღვინიაშვილის მსგავსად, "ჰერმესის" დიდი მოყვარულია და მისი საყვარელი ჩანთაც სწორედ კლასიკური "ჰერმესია".
ქეთის ჩანთის ღირებულება 21 950 დოლარია, რაც ლარებში 70 000-ზე მეტია.
ნუცა ბუზალაძე
ნუცა ბუზალაძეს ბრენდული სამოსი ძალიან უყვარს. მომღერალი საღამოს კაბებსა და ქართველი დიზაინერების სამოსს ხშირად ირგებს. მისი ერთ-ერთი გამორჩეული ჩანთა "ბალენსიაგას" ეს პატარა ვარდისფერი მოდელია.
ნუცას ჩანთა რამდენიმე სურათში უჭირავს. როგორც ჩანს, მომღერალი "ბალენსიაგამ" და ვარდისფერმა ფერმა მართლაც გამორჩეულად მოხიბლა.
ჩანთის ღირებულება 1420 ევროა, რაც ლარებში 6500-ზე მეტია.
ჯანეტ ქერდიყოშვილი
მოდელ ჯანეტ ქერდიყოშვილის საყვარელი ჩანთა "პრადას" შავი, ყველაზე გაყიდვადი მოდელია. ჯანეტს "პრადას" ორი ჩანთა აქვს, კრემისფერი და შავი.
ჩანთის ღირებულება 1100 ევროა, რაც ლარებში 5000-ზე მეტია.