ქართველი სელებრითების ფერადი შილაკის მრავალფეროვანი არჩევანი, რომელიც გაზაფხულზე თქვენც უნდა სცადოთ

ქართველი სელებრითების ფერადი შილაკის მრავალფეროვანი არჩევანი, რომელიც გაზაფხულზე თქვენც უნდა სცადოთ
გაზაფხულის მოსვლასთან ერთად ქართველმა სელებრითებმა იმიჯი, თმის სტილი, ფრჩხილების ფორმა და ფერი შეიცვალეს. სოციალური ქსელი ამ სეზონზე ტრენდული შილაკის სურათებით აჭრელდა. გაზაფხულს ფერადი და სხვადასხვა დიზაინის შილაკი უხდება და ამას სელებრითების არჩევანიდანაც ვხვდებით.

ნახეთ ქართველი სელებრითების ფერადი შილაკის მრავალფეროვანი არჩევანი, რომელიც გაზაფხულზე უნდა სცადოთ.


ევა ბარბაქაძე



ევამ ამ სეზონზე ვარდისფერი შილაკი და სადა დიზაინი აირჩია, არათითზე პატარა ვარსკვლავები და უფერული შილაკი გაიკეთა.


ევა ფრჩხილის ფერს ხშირად იცვლის და ყოველ სეზონზე ახალ-ახალ დიზაინს ირგებს. 

შორენა ბეგაშვილი


ამ სეზონზე შორენას ღია ვარდისფერი შილაკი აქვს არჩეული. გაზაფხულს ეს ფერი ნამდვილად
უხდება და თამამად შეგიძლიათ სცადოთ.

ქეთი ჟღენტი  




უმშვენიერესი მოდელი ქეთი ჟღენტი სხვადასხვა ფერის შილაკს ხშირად ატარებს. ამ სეზონზე მანაც ღია ვარდისფერი შილაკი აარჩია და გრძელ ოვალურ ფრჩხილებს მოუხდინა. 

ფოქსი ელენიკო 


პოზიტიური, ყველასთვის საყვარელი ინფლუენსერი ფოქსი ელენიკო ამ სეზონზე ფერად, "მატე" შილაკს გვთავაზობს. ვარდისფერი, იასამნისფერი და მწვანე ამ სეზონზე ტრენდულია. 

ნინა ზარქუა 



დიზაინერმა ნინა ზარქუამ ამ გაზაფხულზე ნაცრისფერი, თვლებიანი ლაქი შეარჩია. ფერადი თვლები ყველა სამოსს და ყველა სტილს მოუხდება.


ნუცა ბუზალაძე



მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ გაზაფხულის ფერებს შორის წითელი, ცეცხლისფერი ლაქი 
შეარჩია. წითელი ყველა სეზონზე მოდურია. 

რუსა ჩჩუა 


ამ სეზონზე წითელი ფერი მოირგო მოდელმა რუსა ჩაჩუამაც. რუსას წითელი ძალიან უყვარს და ნამდვილად უხდება. შეგიძლიათ გაზაფხულზე წითელი ფერის რამდენიმე კომბინაცია სცადოთ.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
ლამაზმანები
ძალიან ლამაზები ხართ გოგონებო, ევა როგორ მიხარია შვილო კარგად რომ ხარ, უფალი გფარავდეს
17:41 / 30-03-2021
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93