"უფრო მომეწონებოდა, გულწრფელად ეღიარებინა, რომ თინეიჯერობაში შეცდომა დაუშვა და ბოდიში მოეხადა" - ალექსანდრა პაიჭაძე ბერაზე.
მოდელმა ალექსანდრა პაიჭაძემ თათია შარანგიას გადაცემაში "სთორი" რეპერ ბერა ივანიშვილისა და მისი სკანდალური ფარული აუდიოჩანაწერების შესახებ ისაუბრა.
"უთბილესი ადამიანია და მე მისგან ცოტა სხვანაირი საუბარი მინდოდა... თუ ეს შეცდომა მართლა დაუშვა თინეიჯერობისას... ყველას გვინდა ხოლმე, რომ დავამტკიცოთ რაღაცები. ვიღაცეებს ცოტა არასწორი მიმართულებები აქვთ ხოლმე ამ ცხოვრებაში... ჩემი აზრით, მთავარია, გარემოცვამ უკარნახოს თინეიჯერ ბიჭს, რომ "ეგრე არ უნდა თქვა, არ უნდა გინდოდეს, ეგ არასწორია", ვიდრე ნავთი დაასხა ცეცხლს და უთხრას, რომ "კი, კი, ჯიგარი ხარ, ეგრე უნდა იყოს...".
მე ვთვლი, რომ ეგ ბიჭი არ იმსახურებდა იმას, რაც მის გარშემო ააგორეს. იმ გადმოსახედიდან, რომ ყოველდღე გვქონდა ურთიერთობა და ფანტასტიკური, ზრდილობიანი, არაჩვეულებრივი ბიჭია. თუ ეს შეცდომა მან მართლა დაუშვა და ასეთი ინტერესი ჰქონდა ვიღაცების მიმართ, ეს აუცილებლად უფროსების და სხვების ბრალია, თინეიჯერი ბიჭი აქ არაფერ შუაშია. ვინც აღზარდა ბერა, ოჯახი.... მე ჩემი შვილი, როცა მივხვდები, რომ რაღაცებში შეცდომას უშვებს, წამოვარტყამ კიდევაც და ვეტყვი, რომ არ შეიძლება, ეს არ არის სწორი.
იხილეთ სრულად