"ყველაზე საყვარელი იყო" - ქეთი ჟღენტი შვილის, კატერინას პატარაობის ვიდეოს ავრცელებს

ქართველი მოდელი ქეთი ჟღენტი სოციალურ ქსელში პირველი შვილის, კატერინას პატარაობის ვიდეოს ავრცელებს. კატერინა უკვე 2 წლის არის, ძალიან ჰგავს დედას და ბავშვობიდან ქეთის "ინსტაგრამზე" აქტიურად ჩნდება. 

მოდელი ზაფხულში 22 წლის გახდა და უკვე ორი შვილის დედაა. პატარა კატერინას შემდეგ ქეთის ბიჭი, ბუბა შეეძინა. ულამაზესი მოდელი ბიზნესმენ თორნიკე, თოშა ქებურიას მეუღლეა. თოშასა და ქეთის გრანდიოზულ ქორწილზე სოციალურ ქსელსა და ქართულ მედიაში დიდხანს საუბრობდნენ.


წყვილმა კახეთში, სასტუმრო "კაჭრეთის ამბასადორში" გრანდიოზული ორდღიანი ქორწილი გადაიხადა, სადაც ქართველი და უცხოელი
ცნობადი სახეები იყვნენ. ქორწილში რუსმა რეპერმა ტიმატიმ და მომღერალმა თეონა კონტრიძემ იმღერეს.


როგორც "ინსტაგრამიდან" ჩანს, თოშა ძალიან კარგი მამაა და შვილების აღზრდაში მონაწილეობას იღებს. კარანტინის პერიოდში ქეთი და თოშა ბავშვებთან ერთად დროს "კაჭრეთის ამბასადორში" ატარებდნენ.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93