ტელესახე ირაკლი მაქაცრია მამას დაბადების დღეს სოციალურ ქსელში ულოცავს და წერს, რომ მისთვის მამა მისაბაძია.
"დღეს ჩემთვის ყველაზე ძვირფასის და მსოფლიოში საუკეთესო მამის დაბადების დღეა.
ყოველთვის იყავი, ხარ და იქნები ჩემთვის საუკეთესო მაგალითი და მისაბაძი ყველაფერში. შენს სიკეთეს და ადამიანურობას სინათლე და სიხარული მოაქვს გარშემო მყოფებისთვის.
მადლობა, რომ ასეთი ხარ! ძალიან დიდი იმედი მაქვს, მეც ასეთი სამაგალითო ქმარი და მამა ვიქნები", - წერს ირაკლი.