მას შემდეგ რაც მომღერალმა ეკა მამალაძემ საზოგადოებას გაანდო, რომ მისი ქალიშვილი ნატალია ქუთათელაძე ორსულად არის, მის მიმართ საზოგადოების ინტერესმა იმატა.
ცოტა ხნის წინ ნატალიკომ "ინსტაგრამის" პირად გვერდზე ოჯახური ვიდეოკადრები გამოაქვეყნა, სადაც დედასთან და ბებიასთან, ნანი ბრეგვაძესთან ერთად არის გადაღებული. კადრში ჩანს, რომ სამი ცნობილი ქალბატონი ქართულ სიმღერას ასრულებს.
ოთხი თვის ფეხმძიმე ნატალიას შავი ფერის კაბა აცვია და მუცელიც უკვე ეტყობა. როგორც ჩანს, საოპერო მომღერალი ორსულობისას თავისუფალ სტილს ანიჭებს უპირატესობას.
მიუხედავად ფეხმძიმობისა, ნატალია აქტიურ ცხოვრების წესს მიჰყვება. იგი ქმართან და მეგობრებთან ერთად მთის კურორტას ეწვია. გუდაურში მან საკუთარი ორი ძაღლიც წაიყვანა.
როგორც ეკა მამალაძემ აღნიშნა, ნატალიკო შვილს სექტემბერში ელოდება. მომღერლის რჩეული აჩიკო ჯაფარიძეა. მათ საიდუმლოდ იქორწინეს და ერთად გერმანიაში ცხოვრობდნენ, თუმცა, როგორც ჩანს, წყვილი ახლა საქართველოში იმყოფება.
აჩიკოსთვის ეს მეოთხე შვილი იქნება, რადგან პირველი ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს. ნატალიას მეუღლეს საკუთარი "ინსტაგრამ" გვერდი დახურული აქვს, თუმცა მთავარ ფოტოზე შვილებთან ერთად გადაღებული სურათი აქვს დაყენებული.
ასევე დაგაინტერესებთ:
"ნატალიკო ბავშვს ელოდება, ძალიან ბედნიერები ვართ" - ეკა მამალაძემ საზოგადოებას სასიხარულო ამბავი ამცნო