ედუარდ შევარდნაძის რუსეთში მოღვაწე შვილიშვილმა და ტელესახემ, სოფიკო შევარდნაძემ "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე ახალი ფოტო გამოაქვეყნა და საზოგადოებას მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა.
"ერთი კვირის წინ ჩემი სამყარო სრულიად ამოტრიალდა! ანდრია დაიბადა - 23.03.2021-ში. ყველას დიდი მადლობა მოლოცვებისა და კეთილი სურვილებისთვის. P.S. ის ბიჭია", - წერს სოფიკო.
სოფომ ქართული ბომონდის წევრებისგანაც მიიღო მილოცვები და კომენტარებში უამრავ თბილ სიტყვას სწერენ. "ინსტაგრამზე" ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ, რომელზეც ჟურნალისტი ორსულია, მილოცვებს ცნობილი ადამიანებისგანაც იღებს. სალომე ღვინიაშვილი, მარიანა აჩბა, ლელა კილაძე, კრისტი ყიფშიძე და ავთო ცქვიტინიძე სოფო შევარდნაძეს დედობას ულოცავენ...
რუსული მედიის ცნობით, რუსეთში მოღვაწე 42 წლის სოფიკო შევარდნაძე ბიჭის დედა გახდა. ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილმა გასაიდუმლოებული ურთიერთობიდან შვილი გააჩინა და მამის ვინაობას არ ამხელს. ვინ არის ბავშვის მამა, ამ დრომდე არკვევს რუსული მედია. ჯერჯერობით ერთადერთ "ეჭვმიტანილად“ ისევ სპორტსმენი იგორ აკინფეევი რჩება.
ასევე დაგაინტერესებთ:
42 წლის სოფო შევარდნაძე ბიჭის დედა გახდა - მამის ვინაობა უცნობია;
<div> <div></div>
</div>
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>