ფოტომოდელმა და ინფლუენსერმა თამო ვაშალომიძემ "ინსტაგრამ სთორიზე" ახალი ტატუს ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ხელზე ვაჟის სახელი, მაქსიმე დაიწერა.
მოდელისთვის ეს პირველი ტატუ არ არის და მის სხეულს რამდენიმე წარწერა კიდევ ამშვენებს.
მოდელს, მაქსიმეს გარდა, ქალიშვილი სოფიაც ჰყავს, რომლის მამის ვინაობასაც თამო დღემდე არ ასაჯაროებს.
ცნობისთვის, თამოს მეორე ნახევარი აკა სამხარაძეა, რომელიც თამომ საზოგადოებას რამდენიმე თვის წინ გააცნო. აკას და თამოს საერთო შვილი, მაქსიმე ჰყავთ. მოდელის თქმით, წყვილი მალე ურთიერთობის გაოფიციალურებას გეგმავს და ქორწილის გადახდასაც აპირებს.