ქართველი ცნობილი ადამიანები, თავიანთი პროფესიის გარდა, სხვა ბევრ საინტერესო საქმეს ითვისებენ, მათ შორის, თანამედროვე ცეკვას. თუ სოციალურ სივრცეს გადავხედავთ, ცნობილი სახეებიდან ცეკვის შესანიშნავ ნიჭს ბევრ მათგანში აღმოვაჩენთ. დღეს ათობით ქართველი მომღერალი, მსახიობი და ინფლუენსერი შესანიშნავად ცეკვავს და ამას მათი მეგობრები, ახლობლები და გამომწერებიც ხშირად აღნიშნავენ.
ნახეთ ტოპ 5 ქართველი ცნობილი ადამიანი, რომლებიც კარგად ცეკვავენ
ლიზა ყენია მაია ჯაბუას უმშვენიერესი ქალიშვილი, მომღერალი ლიზა ყენია, სიმღერის გარდა, ცეკვითაც არის გატაცებული, ლიზა აქტიურად ვარჯიშობს, მოქნილი სხეული აქვს და ცეკვა შესანიშნავად გამოსდის.
ლიზა ცეკვით რამდენიმე წლის წინ დაინტერესდა და მას შემდეგ ქართველ მოცეკვავეებთან გადაღებული არაერთი ვიდეო გამოაქვეყნა. ლიზას ჰიპ-ჰოპის სტილი მოსწონს.
ნუცა ბუზალაძე
მომღერალი ნუცა ბუზალაძე საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ნუცას, სიმღერის გარდა, ცეკვაც შესანიშნავად ეხერხება. ბუზალაძე პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებშიც" მონაწილეობდა.
ნუცა უკვე რამდენიმე წელია ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს. მომღერალი შესანიშნავ ფორმაშია და ცეკვაც კარგად გამოსდის. ამას მისი გამომწერებიც ყოველთვის აღნიშნავენ.
ანკა ვასაძე
მსახიობი და ტელეწამყვანი ანკა ვასაძე პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" გამარჯვებულია. ანკა ძალიან კარგად ცეკვავს და თავის ვიდეოებს სოციალურ ქსელში ყოველთვის აქვეყნებს.
პროექტში ანკას მეწყვილე მოცეკვავე ოთო ფოლადაშვილი იყო. მას შემდეგ ვასაძემ და ოთომ საფინალო ცეკვა არაერთ კონცერტზე შეასრულეს და ყველა შესრულება საზოგადოების დიდი ოვაციებით დასრულდა.
რუსკა ქარქაშაძე
მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა ქარქაშაძე ტელეეკრანებზე უკვე წლებია ჩანს. რუსკა, მსახიობობის გარდა, ცეკვით არის გატაცებული და ამას ხშირად აღნიშნავს.
რუსკამ ამ ბოლო დროს ცეკვას თავი დაანება. როგორც თვითონ ამბობს, გადაღებების გამო ცეკვისთვის ამ ეტაპზე ვერ იცლის.
ანი ლოლაძე
უმშვენიერესი ანი ლოლაძის ცეკვაზე ხშირად საუბრობენ. ანი ბავშვობიდან ცეკვავს და ეს საქმე კარგად გამოსდის.
ლოლაძეს გამომწერები კომპლიმენტებს ხშირად უწერენ და ანიც სოციალურ ქსელში ცეკვის ვიდეოებს მუდამ აქვეყნებს.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>