31 მარტს საქართველოში ვლადიმერ პოზნერის სტუმრობას საყოველთაო პროტესტი მოჰყვა. ჟურნალისტი, რომელიც თავის 87-ე იუბილეს აღნიშვნას საქართველოში აპირებდა, გამთენიისას სტუმრებთან ერთად მშობლიურ რუსეთში დაბრუნდა, რადგან ჩაშლილი წვეულების შემდეგ აქ გაჩერება აღარ მოინდომა. საქართველოში ვლადიმერ პოზნერის მასპინძელი მირანდა მირიანაშვილი გახლდათ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ჟურნალისტისთვის ეს უკვე მეოთხე სტუმრობა იყო.
ვინ არის მირანდა მირიანაშვილი? - გადავწყვიტეთ, მკითხველისთვის ახლოს გაგვეცნო რუსული წვეულებების ყველაზე სასურველი სტუმარი ქართველი ქალი, რომელიც რუსი მილიარდერის ცოლია. მირანდა მირიანაშვილს მედიაში მომღერლად, რუსული ელიტური ქრონიკების მთავარ გმირად და მილიარდერის ცოლად მოიხსენიებენ. მისი მეუღლე ცნობილი რუსი მილიარდერი ლეონიდ ოგარევია. წყვილი წლებია მოსკოვში მდიდრულ ვილაში ცხოვრობს და საკუთარი ბიზნესის გარდა, კოლექციონერობით არის დაკავებული.
"მე და ჩემს ქმარს სახლის კარი ღია გვაქვს ელიტური წვეულებებისთვის, მიღებებისთვის, თემატური საღამოებისთვის. ამიტომ ჩვენი ნამუშევრები ყველასთვის ცნობილია. ვერ ვიტყვი, რომ უცნობია ჩვენი ეს გატაცება. უბრალოდ, პროფესიონალურად არ ვართ ამით დაკავებულნი. მე მაინც ვერ ვუწოდებ საკუთარ თავს კოლექციონერს, თუმცაღა საკმაოდ დიდი რაოდენობის ნამუშევრები გვაქვს უკვე. ვშიშობ ჩვენს მონაგარს ვუწოდო "კოლექცია", ეს დიდი პასუხისმგებლობაა...“ - ამბობს ქალი რუსულ გამოცემასთან ინტერვიუში.
რამდენიმე წლის წინ ტყუპი ქალ-ვაჟი შეეძინათ, რომელთაც მომღერალი საქართველოში ზრდის. ამის გამო დროის დიდ ნაწილს სამშობლოში ატარებს. მირანდა როგორც სხვების წვეულებების სასურველი სტუმარია, ასევე თავადაც ძალიან ხშირად აწყობს საღამოებს, სადაც რამდენიმე ენაზე მღერის. ასევე ხიბლავს წამყვანობა. სწორედ ის იყო 2011 წელს წინანდალში რეზო გიგინეიშვილისა და ნიკიტა მიხალკოვის ქალიშვილის ქორწილის წამყვანი. მკითხველს შევახსენებთ, რომ ამ ქორწილს წლების წინ პრეზიდენტის რანგში მიხეილ სააკაშვილიც სტუმრობდა.
იხილეთ სრულად