ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ზე გადაცემა "შორენას ეფექტი" დაიხურა. ამის შესახებ შორენა ბეგაშვილმა სოციალურ ქსელ "ინსტაგრამზე" დაწერა. რამდენიმე კვირის წინ არხზე 20-წლიანი მუშაობის შემდეგ გადაცემა "პროფილი" დახურეს, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, "შორენას ეფექტს" საფრთხე არ ემუქრებოდა. როგორც ჩანს, საბოლოო გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიამ ორივე გადაცემის დახურვა გადაწყვიტა.
"გემშვიდობებით, ყველაზე კეთილი გადაცემა იყო" - წერს შორენა ბეგაშვილი "ინსტაგრამზე".
გადაცემა "შორენას ეფექტი" ეთერში რამდენიმე თვის წინ გავიდა. შორენა ქალბატონებს ოცნებების ასრულებაში ეხმარებოდა. გადაცემას ბევრი გულშემატკივარი ჰყავდა.