2021 წლის თებერვალში ბრიტნი სპირსზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი გამოვიდა, რომელმაც მილიონობით მაყურებელთან ერთად, როგორც ჩანს, თავად მომღერალზეც ძალიან იმოქმედა.
Framing Britney Spears ამ ამერიკელი პოპვარსკვლავის კარიერას შეისწავლის და გვაჩვენებს, თუ როგორ სასტიკად მოეპყრა მას როგორც მუსიკალური ინდუსტრია, ისე მედია და ოჯახი.
31 მარტს "ინსტაგრამის" პირად გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოს აღწერაში ბრიტნი წერს "დოკუმენტური ფილმის მხოლოდ ნაწყვეტები ვნახე და ესეც საკმარისი იყო, რომ თავი ძალიან უხერხულად მეგრძნო იმის გამო, თუ როგორ წარმომაჩენენ... ორი კვირა ვტიროდი... და ხანდახან ახლაც ვტირი".

გამოქვეყნებულ ვიდეოში ბრიტნი სპირსი Aerosmith-ის სიმღერაზე Crazy იმავე ტექსტში ის წერს: "ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს, რომ სამყაროს შენი სისუსტეები გაუმხილო, რადგან ყოველთვის განმსჯიდნენ, შეურაცხყოფას მაყენებდნენ და მარცხვენდნენ მედიაში... და დღემდე ასე მექცევიან!"
იხილეთ სრულად